Loyal Partners

აირჩიე რა გჭირდებათ
თქვენ, ისარგებლეთ ჩვენი
ხარისხიანი სერვისებით

საბუღალტრო მომსახურება

სრული საბუღალტრო მომსახურება

სწორი ფინანსური ინფორმაცია მოგცემთ საშუალებას გქონდეთ საქმიანობის შედეგების ზუსტი პროგნოზი, რაც ყველაზ მთავარია ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისას, ამავე დროს, გაგიადვილდებათ ურთიერთობა მომხმარებლებთან, ინვესტორებთან, საზოგადოებასთან და საბანკო დაწესებულებებთან.

ძველი პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა

როდესაც კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა არასრულია ან ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, იწვევს გაურკვევლობას, რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღებასა და აფერხებს ბიზნეს ყოველდღიური საქმიანობის პროცესში. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ აღადგინო განვლილი პერიოდის საბუღალტრო ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში და საშუალებას მოგცემთ მზად დახვდეთ ნებისმიერ საოპერაციო თუ საკანონმდებლო ცვლილებას.

საბუღალტრო ბაზის პერიოდული შემოწმება

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი გთავაზობთ საბუღალტრო ბაზის პერიოდულ შემოწმებას, რისკებისა და ხარვეზების აღმოჩენას, საგადასახადო და ფინანსური სტანდარდების შესაბამისობის უზრუნველყოფას.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენა

თუ თქვენი საწარმო III ან IV კატეგორისაა, ჩვენი დახმარებით შეძლებთ ფინანსური ანგარიშგების წარდგენას მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად.

საგადასახადო და ფინანსურ საკითხებში კონსულტაციები

ჩვენთან მიღებული კონსულტაციები დაგეხმარებათ საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საგადასახადო და ფინანსურ საკითხების მოგავრებაში და რაც ბიზნესისთის ყველაზე მთავარია შეძლებთ თავიდან აიცილოთ ერთპიროვნულ და რისკის შემცველ გადაწყვეტილების მიღებას.

საგადასახადო დავების წარმოება

თქვენი კომპანიისთვის ჩვენ ვიქნებით წარმომადგენელი საგადასახადო დავის წარმოებისას ნებისმიერ ეტაპზე შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში.